„ლელოს“ ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მივიდნენ

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებიან. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, სავარაუდოდ, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ხვდებიან.

"ელჩებთან ხშირად დავდივართ. ძალიან ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრაა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მანამდე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ თალაკვაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობა მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა. ჟურნალისტებმა ადგილზე მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის ავტომობილისა და დაცვის წევრების ნახვა შეძლეს. თავად პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შეხვედრის თაობაზე ინფორმირებული არ არიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა