კახა კალაძე - ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას

თბილისის მერი კახა კალაძე ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს. "ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ უდიდეს წარმატებას. სამი ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ევროპის ხუთგზის ჩემპიონია. ატაცში 222 კილოგრამის აწევით, მან მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

ვულოცავ მთელ საქართველოს!", - წერს კალაძე "ფეისბუქზე".

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) მოსკოვში ევროპის ჩემპიონტზე ატაცში 211/ 217/ 222 დასძლია და ევროპულ ოქროსთან ერთად მსოფლიოსა და და ევროპის რეკორდები, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, 2 კილოგრამით გააუმჯობესა.

ტალახაძე საუკეთესო იყო აკვრაშიც და დაძლეული 245/ 253/263 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება ორჭიდს - ძალოსანმა დაგროვილი 485 კილოგრამით ევროპის ჩემპიონატს ლოგიკური წერტილი დაუსვა და მოსკოვის კონტინენტის პირველობა საქართველოს ჰიმნით დაიხურა!

საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო