ზურაბ ჯაფარიძე - პრეზიდენტმა გადაწყვიტა ერის მამის თუ დედის როლი მოირგოს - ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი, წარმოუდგენელი მგონია, მედიატორის როლი შეასრულოს

ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი - წარმოუდგენელი მგონია, პრეზიდენტმა შეასრულოს მედიატორის როლი, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში "პოლიტ-ქალაქი" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოთქმულ წინადადებას, მოლაპარაკებების პროცესში მედიატორის როლის შესრულებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საქართველოში რთულია რომელიმე ინსტიტუტს პატივი სცე, რადგან ყველა ინსტიტუტი ერთი ადამიანის ხელშია და ყველა ადამიანი ერთი ადამიანის დასმულია.

"მგონია, რომ ახლა გადაწყვიტა, ერის მამის თუ დედის როლი მოირგოს და ვითომ გამაერთიანებლის ფუნქცია შეასრულოს, მაგრამ არ გამოუვა. ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი. ინსტიტუტების პატივისცემა დამოკიდებულია იმ ფიგურებზე, რომლებიც ამ ინსტიტუტებს განასახიერებენ და ძალიან რთულია დღეს ამ ქვეყანაში პატივი სცე რომელიმე ინსტიტუტს, როცა იცი, რომ ყველა ინსტიტუტი ერთი ადამიანის ხელშია და ყველა ადამიანი ერთი ადამიანის დასმულია. რთულია, არაგულწრფელი ამბავია, ტყუილია. იმის გამო, რომ კრიზისია ქვეყანაში, მათ შორის ის, რომ მოლაპარაკებებია, მათ შორის ის, რომ გარედან არის წნეხი ჩვენი დასავლელი მეგობრების მხრიდან, რომ დაჯექით და რაღაც მოილაპარაკეთ და ორივე მხარეს პასუხისმგებლობას აკისრებენ ალბათ, უფრო ამ ყველაფრის გავლენა არის, რომ ახლა გადაწყვიტა, რომ იქნებ რაღაც შუამავლის თუ მომრიგებლის თუ რაღაც ეგეთის როლი შეითავსოს, მაგრამ ამას სჭირდება რაღაც ნდობის დაგროვება დროთა განმავლობაში. წარმოუდგენელი მგონია პრეზიდენტმა შეასრულოს მედიატორის როლი, ეს პრეზიდენტი წარმოუდგენელი მგონია. შარლ მიშელი თუ ვერ ახერხებს საქართველოს ნომინალური პრეზიდენტი როგორ მოახერხებს?! ამიტომ მგონია, რომ სიყალბეა და სიყალბეში მონაწილეობა არ მიყვარს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უთუოდ უნდა დადგეს დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტი და თვითონ საქართველო იქნება მედიატორი თავისი პოლიტიკური პროცესების.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ევროკრედიტსა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ იხსნება
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა