კარლ ჰარცელი - ჯერ კიდევ ველოდებით, თუ რა დასკვნები იქნება წარდგენილი პრეზიდენტ მიშელის მიერ ბრიუსელში

ჯერ კიდევ ველოდებით, თუ რა დასკვნები იქნება წარდგენილი პრეზიდენტ მიშელის მიერ ბრიუსელში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მედიასთან ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის დატოვების შემდეგ განაცხადა.

“ჩვენ განვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. ამ საკითხთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან არაფერია გადაწყვეტილი. ჯერ კიდევ ველოდებით, რათა ვნახოთ, თუ რა დასკვნები იქნება წარდგენილი პრეზიდენტ მიშელის მიერ ბრიუსელში”, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, "ლელოს" ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს შეხვდნენ. მანამდე ოფისში იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო