ზურაბ ჯაფარიძე - პარლამენტში შესვლა ნიშნავს „დაჩმორებას“, „ჩმორების“ მოგებული ომი მე არ მინახავს

ახლა, რაც ხდება, ეს არის პოლიტიკური პროცესი - შედეგად მივიღეთ ის, რომ გაცილებით მეტი ვიღაცა გვაქცევს ყურადღებას, ვიდრე აქამდე გვაქცევდა, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ არის პარლამენტში შესვლა გამოსავალი.

„პარლამენტში ნამყოფი ვარ და ვიცი, რა არის პარლამენტი. ახლა არის პოლიტიკური პროცესი დაძრული. ახლა, რაც ხდება ეს არის პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური პროცესია, რომ გაიჭედა. შედეგად მივიღეთ ის, რომ გაცილებით მეტი ვიღაცა გვაქცევს ყურადღებას, ვიდრე აქამდე გვაქცევდა“, - აღნიშნა მან.

ამასთან, როგორც ჯაფარიძე აცხადებს, პარლამენტში შესვლა მხოლოდ „შოუს დადგმა" იქნება. მისივე თქმით, პარლამენტში თუნდაც საგამოძიებო კომისიის შექმნით, "ვერაფერს გამოიძიებ, შოუს დადგამ".

„პარლამენტში შესვლა ნიშნავს თავის დახრას, „დაჩმორებას“. „ჩმორების“ მოგებული ომი მე არ მინახავს. ეს დათმობა არ არის, დაჩმორებაა, რომ არაფერს არ იღებ საერთოდ. ქედს იხრი და შედიხარ პარლამენტში, არაფერს არ იღებ საერთოდ.

საგამოძიებო კომისია ბერკეტი არ არის. ამ პარლამენტში არაფერი არ გამოვა. საბოლოო ჯამში ეგ ყველაფერი მიდის შოთაძესთან და არაფერი გამოვა.

მე ვარ პარლამენტში ნამყოფი, როცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიყავი, ორი წელი ვიჯექი და სიით 45 ვიყავით, როცა ვიღაცები გადახტნენ. კანონპროექტების ინიცირებას რომ ვახდენდი, ჩემი საკუთრი პარტიიდან მქონდა მხარდაჭერა მხოლოდ 15 კაცის. დანარჩენი პარლამენტში საერთოდ არ დადიოდნენ და პოლიტიკა არ აინტერესებდათ. ვოლსკი გამოდიოდა და იძახდა, რომ მე რატომ დამეჭირა მისთვის მხარი, აგერ, თავის ხალხი არ უჭერს მხარსო“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

კითხვაზე, „ანუ ოპოზიციის იმედი არ გაქვს“? - ჯაფარიძემ უპასუხა, „არა მაქვს, ხო“.

„ილუზიაა, რომ ახლა „ოცნება“ დათმობს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ „ივანიშვილი არ დათმობს არაფერს, ვიდრე ძალას არ დაინახავს“.

მისივე თქმით, სასამართლოს რეფორმირება მისი პასუხისმგებლობა არ არის.

„რატომ უნდა გავცვალოთ მაგაში რამე“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო