დავით ჭიჭინაძე - ერთ დიდ შპს-ში ვცხოვრობთ, რომელსაც შპს ბიძინა ივანიშვილი ჰქვია

ერთ დიდ შპს-ში ვცხოვრობთ, რომელსაც შპს ბიძინა ივანიშვილი ჰქვია. ის “საქართველოს ბანკს“, „ჯორჯიან კაპიტალს“ უდგას უკან და სწორედ მისი სესხებით ხდება ბაზარზე მანიპულირება, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

მისივე თქმით, რაც უფრო გამათხოვრებულია საზოგადოება, მით ნაკლები ფულია საჭირო ამ უძრავი ქონების და ბიზნესების საყიდლად.

„კოვიდის პირობებში მხოლოდ ეს ორი სტრუქტურა აგრძელებს ინტენსიურ შესყიდვებს. შედეგი: ქვეყანაში ჩამოყალიბდა პრივილეგირებულთა კასტა, ადამიანები, ვინც უშრომელად, ჩაკეტვის პირობებშიც მდიდრდება და დანარჩენი ადამიანები, ვისაც შრომის უფლება კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული, მათ კი ეს უფლება წაართვეს და არც კომპენსაცია დაუნიშნეს; მუშკეტერები და „ოცნების“ ლიდერები, ვინც ქვეყნის აბსოლუტური უზურპაცია-პრივატიზება მოახდიანა და სახლებში მონებივით შერეკილი ადამიანები; მთავრობა, რომელიც ათწლეულებზე გველაპარაკება, მაშინ, როდესაც ხვალ რა უნდა გააკეთონ ის არ იციან და ბუნკერებისთვის განწირული ადამიანები“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა