კობა კობალაძე ბათუმში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში გეგმური ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კობა კობალაძემ ვეტერანებს სამსახურის გეგმები, პრიორიტეტები და ის პროექტები გააცნო, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათი ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფას ემსახურება.

„ვეტერანებმა დეტალურად ისაუბრეს მათთვის პრობლემურ და აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც არა მხოლოდ ბათუმში მცხოვრები ვეტერანებისთვის, არამედ ქვეყანაში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ყველა ვეტერანისთვის ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის, დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდის აუცილებლობას და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. კობა კობალაძემ მათ განუცხადა, რომ სამსახური, აჭარის ა/რ მთავრობასთან და შესაბამის უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობს ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რომლებიც, ბენეფიციართა წინაშე დგას. დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე და რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი. ასევე, სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ,აფხაზეთის ა/რ დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამების და რეგიონალური მართვის სამსახურის განყოფილების უფროსი, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ორგანიზაციისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომიტეტის წევრი, ნანა ჭანტურია, რომელმაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხში თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი აჭარაში გეგმურ შეხვედრებს განაგრძობს, რაც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე მდგარი გამოწვევების დეტალურად გაცნობას და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მათი დაძლევის გზების მოძიებას ემსახურება.

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შეღავათებით ადგილობრივი ვეტერანები სარგებლობენ, მათ შორისაა მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობა; კომუნალური გადასახადი (წყალი, დასუფთავება, ტელეფონის სააბონენტო); უფასო გაზიფიცირება ოჯახში შეყვანით; სოციალურად დაუცველი ვეტერანებისთვის თვეში ერთხელ გაზის ტალონი (5 კგ); წელიწადში ერთხელ მედიკამენტების დაფინანსება (200 ლ); სარიტუალო მომსახურების თანხა (500 ლ); სამკურნალო და სარეაბილიტაციო დასვენების პროგრამა (კერძოდ: ომის და სამოქალაქო შშმ ვეტერანები, ომის მონაწილე ასაკით პენსიონერი, ომში დაღუპულის ოჯახის წევრი) ქალაქ ბათუმის მერის 27 სექტემბერს, 9 მაისს, 15 თებერვალს და 31 დეკემბერს ერთჯერად მატერიალურ დახმარებს (400 ლ) გასცემს მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეებზე, ომის შშმ პირებსა და ომში დაღუპულის ოჯახის წევრებზე“,-აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა