გრიგორი კარასინი - საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბარი ნაადრევია, ქვეყნის „რადიკალი მყვირალები“ ამ საკითხს მხოლოდ გაურკვევლობას მატებენ

საქართველოში არსებული რადიკალურად განწყობილი ძალები გაურკვევლობას მატებენ რუსეთთან საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის საკითხს, რაზეც საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა რუსულ გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„საჰაერო მიმოსვლაზე საუბარი ნაადრევია. საქართველოში რადიკალი მყვირალები (გაიხსენეთ ბოლო შემთხვევა ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებით) ამ საკითხს მხოლოდ გაურკვევლობას მატებს. ეს იყო სრულიად მახინჯი ინციდენტი. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაბალანსებული განცხადება მოვისმინეთ ”, - აღნიშნა კარასინმა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან მუშაობას ონლაინ ფორმატით აგრძელებს.

„ამ ერთობლივ მუშაობას ჩვენ 2012 წლიდან ვატარებთ და მას პრაქტიკული შედეგები მოაქვს რიგ მნიშვნელოვან სფეროებში. პანდემიამ არ მოგვცა საშუალება, 2020 წელს პირისპირ შევხვედროდით, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ონლაინ ფორმატში,“ - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.

იხილეთ ვიდეო: გრიგორი კარასინი საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ განცხადებას აკეთებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო