ირაკლი კოვზანაძე - ჩემი პოზიციაა, რომ პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი და მათ შორის ვალის ტვირთი, მაღალია

ჩემი პოზიციაა, რომ პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი და მათ შორის ვალის ტვირთი, მაღალია,- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებთან კომიტეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც განიხილავენ პარტია „მოქალაქეების" ინიციატივას, რომელიც პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ითვალისწინებს.

კოვზანაძე მიიჩნევს, რომ პენსიონერების ყოფითი მდგომარეობა უნდა შემსუბუქდეს.

„ოპოზიციის წარმომადგენლების ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის წერილით მომართვის საფუძველზე დღეს გაიმართება საკომიტეტო მოსმენა პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებულ საკითხებზე, სადაც მოვუსმენთ ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს.

ჩემი პოზიციაა, რომ პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთი და მათ შორის ვალის ტვირთი, მაღალია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 800 ათასამდე პენსიონერის ყოფითი მდგომარეობა შევამსუბუქოთ. ამავე დროს არ უნდა გავაღვივოთ ანტისაბანკო განწყობები, რომელიმე კონკრეტული ბანკის თუ მთლიანად საბანკო სისტემის მიმართ. მითუმეტეს პანდემიის და ასეთი ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში. სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს დღევანდელი სხდომა,"- განაცხადა კოვზანაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს