მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, „გირჩის“ მიერ დასახელებული 7 პუნქტიდან „ყველა არ არის ისეთი, რაც შეიძლება სერიოზულად განსახილველად ღირდეს“

ამ შვიდი პუნქტიდან ყველა არ არის ისეთი, რაც შეიძლება სერიოზულად განსახილველად ღირდეს, თუმცა გამიჭირდება თქმა, რომ აპრიორი ყველა გამორიცხულია, როგორც განსახილველი საკითხი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „გირჩის“ სტრატეგიაში ჩამოთვლილი მოთხოვნების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეეცდებიან იპოვონ საერთო წერტილები, რომელშიც შეიძლება მათი ხედვა გადაიკვეთოს.

„ვფიქრობ, რომ საკითხი არასწორად არის დაყენებული, რომ ამ მოთხოვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში, თუნდაც, ამას მოითხოვდეს სახელმწიფოს ინტერესი, ამ შემთხვევაში ბოიკოტის შენარჩუნება რა არგუმენტს ემყარება კარგად გასაგები არ არის. ეს არის ჩემი პირველადი შთაბეჭდილება.

ნულოვანი ბარიერი ერთი მიმართულებით შეიძლება იყოს ისეთი, რასაც შეიძლება დადებითი ეფექტი აქვს, მაგრამ გაცილებით დიდი შეიძლება იყოს ის ეფექტი, რომელიც არა ბუნებრივ, არამედ ოდნავ მაღალ ბარიერს შეიძლება ჰქონდეს. რომ გავეცნოთ საუკეთესო დემოკრატიის მქონე ქვეყნების გამოცდილებას ამ მიმართულებით, შეიძლება იშვიათად წავაწყდეთ სახელმწიფოებს, სადაც მსგავსი მექანიზმი არსებობს. სადაც შეიძლება წავაწყდეთ, იქაც შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ მაგალითად, პარტიების სიძლიერე არც თუ ისე კარგი აღმოჩნდეს. ასეთ საკითხებს სიღრმისეული, ყოველმხრივი ანალიზი სჭირდება და ამის საფუძველზე დასკვნის გაკეთება. მხოლოდ სურვილის გამო, რომ მოლაპარაკება შედეგიანი აღმოჩნდეს, ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იმთავითვე ცნობილია, რომ არაფერს ქვეყანაში ხელს არ შეუწყობს გარდა იმისა, რომ რამდენიმე ადამიანის სუბიექტურ აღქმას და პოზიციას დააკმაყოფილებს, არ მგონია, სწორი იყოს. ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ, რომ საერთო წერტილი ვიპოვოთ, მაგრამ გამიჭირდება წინასწარ იმის თქმა, რომ რომელიმე პუნქტი დაკმაყოფილებას ექვემდებარება. ხშირ შემთხვევაში, ამ პარტიის აღქმები არის რელევანტური მიუხედავად იმისა, რომ რიგ საკითხებზე შეიძლება ყველაზე მეტად განსხვავებული პოზიციები გვქონდეს ერთმანეთისგან. იმის აღიარება, რომ არჩევნების გაყალბების დასაბუთება ოპოზიციამ ვერ შეძლო, ეს ნამდვილად გაბედული ნაბიჯი იყო. თუმცა, არსებობს საკითხები, რაზეც შეიძლება დიდი თვისობრივად განსხვავება იყოს ხედვებს შორის. შევეცდებით ვიპოვოთ წერტილები, რომელშიც შეიძლება გადაიკვეთოს ჩვენი ხედვა,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ „გირჩი“ 7 მოთხოვნას ასახელებს და აცხადებს, რომ მინიმუმ ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს

„გირჩი“ ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და შევა საქართველოს პარლამენტში, თუ „ქართული ოცნება“ დათანხმდება ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და მოწესრიგებას.

„� ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული

სისტემით და ბუნებრივი ბარიერით.

� კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებებისგან.

� რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ.

(მოქმედებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში)

� პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულს ექნება უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული.

� ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი.

� რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად.

� მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია“, - ნათქვამია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა