ანა დოლიძემ მხარდამჭერებთან ერთად პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით აქცია გამართა

მოძრაობა „ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის უკანა შესასვლელთან პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა პენსიონერებისათვის 40%-იანი საპროცენტო განაკვეთის მინიმუმ განახევრებაა. ანა დოლიძის განცხადებით, დაახლოებით 400 000 პენსიონერს აქვს 40%-იანი სესხი და წლების განმავლობაში ამით არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ დაინტერესებულა.

„საქართველოში მიმდინარეობს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი და ღარიბი ფენის, ჩვენი პენსიონერების გატყავება. დაახლოებით 400 000 პენსიონერს აქვს 40%-იანი სესხი „ლიბერთი ბანკში” და წლების განმავლობაში ამასთან დაკავშირებით არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ იღებდა ხმას.

დღეს რადგან ისურვა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, რომ ამაზე მოაწყოს სხდომა, მოვედით აქ და დავესწრები სხდომას, რათა დავსვა უმთავრესი საკითხი: როგორ შეიძლება 40%-იანი სესხი ჰქონდეს პენსიონერს, რომელსაც ისედაც 200 ლარზე უწევს ცხოვრება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ პროცენტი განახევრდეს მაინც, რადგან სამომხმარებლო სესხი ქვეყანაში არის მაქსიმუმ 20%”, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს