ალეკო ელისაშვილი - „გირჩს“ უნდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ წვალობს და რაღაც გზებს ეძებს - უფრო გაბედული ხალხი მიყვარს, გაბედონ!

„გირჩის“ ტაქტიკა ცოტა უცნაურია - ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ და „გირჩი“ ერთმანეთს ალბათ, 50-ჯერ შეხვდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ელისაშვილის თქმით, „გირჩს“ უნდა პარლამენტში შესვლა, მაგრამ წვალობს და რაღაც გზებს ეძებს.

ელისაშვილის აზრით, მათ უფრო თამამი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.

„არ ვიცი, რაზე შეთანხმდნენ და რაზე - არა, ამ შვიდ პუნქტზე ისაუბრეს თუ არა. ყოველ შემთხვევაში, მათი ტაქტიკა ცოტა გაუგებარია. მათ შეეძლოთ, საჯარო შეხვედრა გაემართათ, შვიდი პუნქტი წარედგინათ, ულტიმატუმად ეთქვათ. არის რამდენიმე პუნქტი, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ და ხელიც გვაქვს მოწერილი. მაგალითად, ის, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლეების არჩევა მოხდეს და ადამიანს უფლება ჰქონდეს, მოსამართლე აირჩიოს. ასევე პოლიციის შერიფები აირჩიონ. ეს ქვეყნისთვის კარგი იქნება და ძალიან დემოკრატიული. შვიდი პუნქტის თქმა და ერთი მაინც დაგვიკმაყოფილეთ, ცოტა უცნაურად ჟღერს. ჩვენ რა პუნქტებიც გვქონდა, დაგვიკმაყოფილეს. სიტყვა არც ჩვენ გაგვიტეხია და არც „ქართულ ოცნებას“. საჯარო რაღაცები მიყვარს და საჯარო რაღაცების მჯერა. დახურულ კარს მიღმა რომ ხვდებოდნენ, არც ერთი არ მალავდა. რაზე ლაპარაკობდნენ, წარმოდგენა არ მაქვს. ფაქტია, შემოსვლა უნდათ და რაღაც ხელჩასაჭიდი ვერ თქვეს. საარჩევნო ბარიერის საკითხი ინიცირებულია ანუ, შვიდიდან რაც დააყენეს, ერთია. მოვიდნენ, ხმები გაძლიერდება. უფრო გაბედული ხალხი მიყვარს, გაბედონ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „გირჩი“ 7 მოთხოვნას ასახელებს და აცხადებს, რომ მინიმუმ ერთის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მზადაა ბოიკოტის რეჟიმი შეწყვიტოს

„გირჩი“ ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და შევა საქართველოს პარლამენტში, თუ „ქართული ოცნება“ დათანხმდება ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და მოწესრიგებას.

„� ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული

სისტემით და ბუნებრივი ბარიერით.

� კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებებისგან.

� რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ.

(მოქმედებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში)

� პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულს ექნება უფლება თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული.

� ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი.

� რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად.

� მოხდება მარიხუანის სრული ლეგალიზაცია“, - ნათქვამია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს