ანა დოლიძე - ხელისუფლებას ადგილობრივებთან მოლაპარაკების რესურსი არ აქვს, რაც სერიოზული საფუძველია ვიფიქროთ, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას

ჩვენ ხელისუფლებას ადგილობრივებთან მოლაპარაკების რესურსი არ აქვს, რაც არის სერიოზული საფუძველი იმის, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას, - ამის შესახებ “ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს არ აქვს პასუხები იმ სერიოზულ კითხვებზე, რომლებიც ჰესთან მიმართებაში არსებობს.

„ფაქტია, რომ ხელისუფლებას ამ ხელშეკრულების დასაბუთება და ახსნა არ აქვს. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვა - რატომ არის გადაცემული ბევრად მეტი ტერიტორია კომპანიისთვის, ვიდრე მას სჭირდება, რატომ არის გადაცემული წიაღისეულის მოპოვების უფლება და რატომ არის ტერიტორია არა გადაცემული იჯარით, არამედ მიყიდული. ყველაფერი ეს ძალიან განსხვავებულია სხვა ჰესებთან მიმართებაში. ჩვენ ხელისუფლებას მოლაპარაკების რესურსი არ აქვს, რაც არის სერიოზული საფუძველი იმის, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას და თუ ეს ხელისუფლება ამას არ გამოიძიებს, ამას გააკეთებს შემდეგი ხელისუფლება, რომელიც მოვა ძალაუფლებაში. დარბევები, კარვების აშლა, ხალხის შეგზავნა და დეზინფონმარცია არის დაკავშირებული იმასთან, რომ ხელისუფლებას არ აქვს პასუხები სერიოზულ კითხვებზე, რომლებიც ჰესთან მიმართებაში არსებობს“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო