ანა ნაცვლიშვილი - რასაც შს სამინისტროს თანამშრომლები რიონის ხეობაში აქტივისტების მიმართ ახორციელებენ, დანაშაულია და ამაზე კონკრეტულმა პირებმა და უწყებებმა პასუხი უნდა აგონ!

მთავარი პროკურატურისგან მოვითხოვ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით უსწრაფეს რეაგირებას, რომელიც რიონის ხეობაში ხდება, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განცხადა.

მისივე თქმით, რიონის ხეობაში აქციის მონაწილეებს პროვოკაციას უწყობენ, ამის შემდეგ კი აქტივისტების მიმართ სისხლის სამართლებრივი, ან ადმინისტრაციული დევნა იწყება.

„მთავარი პროკურატურისგან მოვითხოვ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით უსწრაფეს რეაგირებას, რომელიც ამ დღეების განმავლობაში რიონის ხეობაში ხდება. რასაც შს სამინისტროს თანამშრომლები რიონის ხეობაში აქტივისტების მიმართ ახორციელებენ, სისხლის სამართლის დანაშაულია და ამაზე კონკრეტულმა პირებმა და უწყებებმა პასუხი უნდა აგონ!

ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ვითარება დაიძაბოს, აქტივისტები ჩათრეულ იყვნენ პროვოკაციაში და შემდეგ სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული დევნა დაიწყოს.

მოვუწოდებ პროკურატურას, იქამდე, ვიდრე ვითარება უკიდურესად დაიძაბება, სამართლებრივი რეაგირება სასწრაფოდ მოახდინონ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ რიონისპირა სოფლების მცხოვრებლებმა საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დააფუძნეს. ისინი „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ამ დრომდე აპროტესტებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს