მაკა ბოჭორიშვილი - უკრაინასთან დაკავშირებით კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ - საქართველო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას

უკრაინასთან დაკავშირებით კრიტიკას კატეგორიულად ვერ მივიღებ - საქართველო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ცალსახად და აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა.

დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ უკრაინასა და საქართველოს აქვს საერთო პრობლემა, საერთო გამოწვევა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

„უკრაინასა და საქართველოს ჰყავს საერთო მტერი, ვართ საერთო ბრძოლაში, გვაქვს საერთო ინტერესები ევროკავშირთან ურთიერთობებში. შესაბამისად, ჩვენ ერთიანობა და გვერდი-გვერდ დგომა არაერთხელ გამოგვიხატავს. ამ ბრძოლაშიც, რაც ახლა უკრაინასთან მიმართებაში ხდება, საქართველო მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კითხვაზე, რატომ გაკეთდა ერთი კვირის დაგვიანებით უკრაინისადმი მხარდამჭერი განცხადება, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ რეაგირება არასდროს არის გვიან.

„ის რაც უკრაინაში ხდება, მუდმივ ყურადღებასა და მხარდაჭერას საჭიროებს. საქართველო უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აქტიურად უჭერს მხარს. იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც. ამ ბრძოლაში უკრაინასთან ერთად, საქართველოც არის ჩართული“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა