აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდებიან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები ოკიპირებული აფხაზეთიდან გადმოსულებისთვის 5 - დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას მოითხოვდნენ, ამ დროისთვის სიმშვიდეა.

სამოქალაქო აქტივისტებსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელს შორის შეხვედრა 16:00 საათზე ჩაინიშნა.

მანამდე კი, სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. სამოქალაქო აქტივისტები შენობაში შესვლას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილის თქმით, დაკავებულია 6 აქტივისტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო