აკაკი ბობოხიძე - იმედი მაქვს, ოპოზიცია შეძლებს ჩვენი პარტნიორები დაარწმუნოს, რომ ორი პუნქტი არის გარდაუვალად შესათანხმებელი - ეს არის პოლიტიკური პატიმრები და ვადამდელი არჩევნები

იმედი მაქვს, ოპოზიცია შეძლებს ჩვენი პარტნიორები დაარწმუნოს, რომ ორი პუნქტი არის გარდაუვალად შესათანხმებელი - ეს არის პოლიტიკური პატიმრები და ვადამდელი არჩევნები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა სხვა დანარჩენი პუნქტი „ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება კრიზისის განმუხტვის საშუალება“.

„კარგია, რომ ხელისუფლების მიმართ წნეხი ძლიერდება. იმედი მაქვს, ოპოზიცია შეძლებს ჩვენი პარტნიორები დაარწმუნოს, რომ ორი პუნქტი არის გარდაუვალად შესათანხმებელი - ეს არის პოლიტიკური პატიმრები და ვადამდელი არჩევნები. ყველა სხვა დანარჩენი პუნქტი ემსახურება ამ ორი ამოცანის და მომავალში ყველა სხვა არჩევნების კანონის ფარგლებში ჩატარების შესაძლებლობას და ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება კრიზისის განმუხტვის საშუალება ცალკე აღებული“, - აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა