ვახტანგ კალოიანის შეფასებით, ხელისუფლების უუნარობის შედეგია ის, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას მოქალაქეებს 5 - დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა უწევთ

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ვახტანგ კალოიანის შეფასებით, ხელისუფლების უუნარობის შედეგია ის, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას მოქალაქეებს 5 - დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა უწევთ.

როგორც მან აღნიშნა, ეს მარტივი ტექნიკური საკითხია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა.

„ამის ერთადერთი მიზეზი არის ხელისუფლების უუნარობა, გალისა და ზუგდიდის რეგიონში მოაწყოს ტესტირების და კარანტინის ისეთი პირობები, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას არ შეუზღუდავს. ეს არის მარტივი ტექნიკური საკითხი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ თავი ვერ დაადგა. სამწუხაროდ, ეს არის ამის ერთადერთი მიზეზი, რომლის გადაწყვეტაც, ნების შემთხვევაში, 48 საათის განმავლობაში შეიძლება“,-განაცხადა კალოიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო