„ლიბერთი ბანკის“ გენდირექტორი - თეორიულად რომ წარმოიდგინოთ, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დღევანდელი 30%-დან რაღაც ლოგიკურამდე რომ დაიწიოს, ეს არის თვეში 3-დან - 5 ლარამდე ნაკლების გადახდა

თეორიულად რომ წარმოიდგინოთ და [პენსიონერებისთვის] სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დღევანდელი 30%-დან რაღაც ლოგიკურამდე რომ დაიწიოს, ეს არის თვეში 3-დან-5 ლარამდე ნაკლების გადახდა, - ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პენსიონერებისთვის სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობენ.

მისივე თქმით, რეგულაციების მიხედვით, მომხმარებელი სესხში საკუთარი შემოსავლის 25%-ზე მეტს ვერ იხდის.

„საუბარია, 1000-2000 ლარამდე სესხზე, რომელშიც მომხმარებელლი თავისი განკარგვადი შემოსავლის 25%-ზე მეტს რეგულაციების მიხედვით, არ იხდის. თეორიულად, რომ წარმოიდგინოთ და დღევანდელი 30%-დან რაღაც ლოგიკურამდე პროცენტი რომ დაიწიოს, არ ვიცი ოღონდ რა არის ლოგიკური, მე ლოგიკურს საბაზრო ფასს ვეძახი, ეს არის თვეში 3-5 ლარამდე ნაკლების გადახდა. ამაზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ეს ფულია, დღევანდელ სიტუაციაში, თან იმის გათვალისწინებით, რომ მომხმარებელს მხოლოდ ეს გააჩნია, თვეში 5 ლარი თანხაა, მაგრამ მე ვისურებდი, რომ მატერიალურად საინტერესო მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბროთ“,- განაცხადა ხოდელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო