დევნილი ოჯახების მიწის ნაკვეთებზე სახლების მშენებლობის პროექტის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგანეტო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია არნიშნული, პროექტში მონაწილეობა იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც 2021 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობენ.

მათივე ინფორმაციით, განაცხადების მიღება 12 აპრილიდან დაიწყო და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დრომდე, პროექტი გარკვეულ რეგიონებში ხორციელდებოდა და ახლა, უკვე მთელ საქართველოს მოიცავს.

„დევნილი ოჯახები განაცხადების შევსებას როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში, ასევე, სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე შეძლებენ: ზუგდიდი – აღმაშენებლის ქ.N106, ქუთაისი – აბაშიძის გამზ. N27, გორი – სამების ქ.N1 და რუსთავი – ცურტაველის ქ.N5ა.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს, რომელიც დევნილთა განსახლებასთან ერთად, მათ ეკონომიკურ, სოციალურ და საგანმანათლებლო ინტეგრაციასაც ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

პროექტი დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 200-ზე მეტი სახლის აშენებას ითვალისწინებს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია