ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენები 34 პირს გამოუვლინდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენები 34 პირს გამოუვლინდა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გამოვლენილი შემთხვევებიდან 7 მძიმე იყო.

„ჩვენთან არის იმუნიზაციის შემდგომი გართულებების და გვერდითი მოვლენების აღნუსხვის შესაბამისი კომიტეტი, დადგენილია შესაბამისი ფორმა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების მიერ ივსება, თუ ასეთი გვერდითი მოვლენა გამოვლინდება. ამ დროისთვის ასეთი გვერდითი მოვლენა ოფიციალურად აღნუსხულია 34, იქედან 7 უფრო მძიმე იყო დანარჩენი ნაკლებად მძიმე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღევანდელი დილის მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 20 622 ადამიანი. გუშინ 928 პირი აიცრა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აცრის საშუალო მაჩვენებელი 1200-ის ფარგლებშია.

იხილეთ ვიდეო: ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენები 34 პირს გამოუვლინდა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო