ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში შემთხვევათა 50-60%-ში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი ცირკულირებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში შემთხვევათა 50-60%-ში ე.წ. ბრიტანული შტამი ცირკულირებს.

„მთლიანად ევროპაში დღეს, დაახლოებით, 90% ცირკულირებს „ბრიტანული შტამი“ და მათ შორის, საქართველოს პროგნოზირება რომ კეთდება, უკვე 50-60%-ს ზემოთ ჩვენთან ცირკულირებს ე.წ. ბრიტანული შტამი,“- განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთანავე, მისი მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, „ბრიტანული შტამი“ აქამდე ცირკულირებადი შტამებისგან იმით განსხვავდება, რომ ის ადამიანიდან ადამიანს უფრო ადვილად გადაეცემა, რითიც აიხსნება ვირუსის სწრაფი გავრცელება.

„პრაქტიკულად, „ბრიტანულ შტამზე“ ზედამხედველობას აზრი აქვს ხოლმე დასაწყის პერიოდში, როდესაც იწყება მისი ცირკულაცია, როდესაც უნდა გავარჩიოთ ეს არის ბრიტანული თუ ჩვეულებრივი შტამი. ძალიან კარგად ვიცით სხვა ქვეყნების გამოცდილება და მისი განსხვავება სწორედ ის არის, რომ ის ძალიან სწრაფად და უფრო ადვილად გადადის, გადამდებლობა უფრო მეტი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ, მანამდე ცირკულირებად შტამებს ჰქონდათ. ახლაც ლუგარის ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ განსხვავებები დავიჭიროთ. „ბრიტანული შტამი“ ნახევარზე მეტია, ამიტომაც ხდება ასეთი სწრაფი გავრცელება სხვა მიზეზებთან ერთად და ეს კვლევები მუდმივად გრძელდება. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ქვეყანაში მარტო ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული, იქ არის სხვა შტამებიც იგივე ბრაზილიური, სამხრეთ აფრიკული, ინდური შტამები გაჩნდა ახალი, ორმაგი მუტაცებით, ამიტომ ეს მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს ლუგარის ცენტრში,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო