ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში „სინოფარმის“ გამოყენების სრული ლეგალური საფუძველი არის, მაგრამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან აღიარება მაინც საჭიროა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში „სინოფარმის“ გამოყენების სრული ლეგალური საფუძველი არის, მაგრამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან აღიარება მაინც საჭიროა.

როგორც მან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ვაქცინა ავტორიზაციას ვერ მიიღებს, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს და სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„8-ვე ვაქცინა ავტორიზირებულია თავიანთი ქვეყნების მიერ და ზოგიერთი სხვა მარეგულირებლის მიერ, გადაუდებელ მდგომარეობაში გამოყენებისთვის. გადაუდებელი მდგომარეობებია ეპიდემიები, პანდემიები, ომები და კიდევ სხვა. საქართველოს კანონმდებლობა გულისხმობს, რომ გადაუდებელი მდგომარეობის დროს შეგიძლიათ წამალი, ვაქცინა ან სხვა სამედიცინო დახმარების საშუალება ადგილობრივი მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, ყოველგვარი საერთაშორისო აღიარების გარეშე გამოიყენოთ, თუ მას მწარმოებლის ავტორიზაცია აქვს და განიხილება შენი მარეგულირებლის მიერ წრმოდგენილი დოკუმენტები. ქვეყანაში „სინოფარმის“ გამოყენების სრული ლეგალური საფუძველი არის, მაგრამ ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია დავურთეთ მასთან დაკავშირებით მოთხოვნებს. ყველა ვაქცინა, რაც რუტინულია, ანუ კალენდარული იმუნიზაციის დროს გამოიყენება, უკვე დიდი ხანია ვითხოვთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ამ ვაქცინებისთვის. ამიტომაც, ბავშვებისთვის ქვეყანაში რა ვაქცინაც შემოდის, ისინი ავტორიზირებული არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. უფრო სწორად, არა ავტორიზირებული, არამედ პრეკვალიფიცირებული. ეს უფრო მაღალი თამასაა, რომელიც დგინდება ვაქცინის რამდენიმე წლიანი გამოყენების შემდეგ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა