ამირან გამყრელიძე - თანდათან ფართოვდება კლინიკების ჩამონათვალი, სადაც აცრები იქნება შესაძლებელი

დღეიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციისთვის მორიგი ჯავშნების მიღება იწყება; ხოლო „ფაიზერის“ მეორე დოზის მისაღებად მოსახლეობას ჯავშნის გაკეთება ოთხშაბათს ან ხუთშაბათს შეეძლება. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვაქცინაციის პროცესის გასამარტივებლად კლინიკებს აცრის კაბინეტები დაემატება.

„მინდა მოვუწოდო 55 წელს ზემოთ მოსახლეობას აცრებისკენ. დაემატება ახალი კლინიკებიც, ანუ თანდათან ფართოვდება კლინიკების ჩამონათვალი, სადაც აცრები იქნება შესაძლებელი. მთავრობის 322-ე დადგენილებაში შევიდა ცვლილება, სადაც პანდემიის პერიოდში ყველა კლინიკა ვალდებულია შექმნას იმუნიზაციის სერვისი. მოგეხსენებათ, კლინიკებისთვის იმუნიზაციის სერვისი რუტინული სერვისი არ იყო, ანუ ისინი არ აწარმოებდნენ აცრებს. ბავშვთა იმუნიზაცია პოლიკლინიკურ დაწესებულებებში მიმდინარეობდა და დაახლოებით, ასეთი 200-ია, ამას ემატებოდა სოფლის ექიმებიც. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ კოვიდის ვაქცინებზე შედარებით მეტია გვერდითი მოვლენები, ვიდრე ჩვეულებრივ რუტინულ ვაქცინებზე, ეს იმუნიზაცია გადავიდა ჰოსპიტალურ დაწესებულებებში. აქედან გამომდინარე სულ უფრო მეტი ჰოსპიტალი ერთვება იმუნიზაციის სერვისში. ეს ცვლილება ყველა ჰოსპიტალს, მიუხედავად მისი დაქვემდებარებისა, საკუთრებისა, ავალდებულებს, რომ შექმნას იმუნიზაციის სერვისი. მოსახლეობა უნდა იყოს დაკვირვებით, რომ 55 წელს ზემოთ მოსახლეობას მიეცეს საშუალება, სწრაფად ჩაეწერონ აცრებისთვის და მივიდნენ ასაცრელად. ეს გეოგრაფიულად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს ასევე გამოცხადდება ჩაწერა „ფაიზერის“ მეორე დოზებზე აცრისთვის.

„აღნიშნულის შესახებ გეცნობებათ. ვინც პირველი გაიკეთა, 3 კვირის ინტერვალით - 21-28 დღის ინტერვალით კეთდება მეორე დოზა და მოსახლეობას ეცნობება, რომ ისევ იმ დაწესებულებაში, სადაც პირველი დოზა გაიკეთეს, უნდა დაჯავშნონ ადგილი და მივიდნენ ამ დღეების განმავლობაში. ეს მოსახლეობას ეცნობება ოთხშაბათს ან ხუთშაბათს. უმრავლესობას ეს ვადა 21 აპრილიდან ეწყება, ამიტომ მოსახლეობას საშუალება ექნება ერთი კვირით ადრე დაჯავშნონ მეორე აცრის კალენდარი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა