ამირან გამყრელიძე - განცხადება, რაც გუშინ გაკეთდა, ეხებოდა არა „სინოფარმს“, არამედ „სინოვაკს“ - ორივე ვაქცინის ეფექტურობა ჯანმო-ს მიერ დაწესებული ზღვრის ფარგლებში ჯდება

განცხადება, რაც გუშინ გაკეთდა ეხებოდა არა „სინოფარმს“, არამედ „სინოვაკს“, - ამის შესახებ საავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, „სინოფარმის“ ეფექტურობა 79-86 პროცენტის ფარგლებშია. „სინოვაკმა“ კი აჩვენა 51% -იანი ეფექტურობა ბრაზილიაში, მაგრამ სხვა ქვეყნებში მისი ეფექტურობა 70%-მდეა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ორივე ვაქცინა ჯანმოს მიერ დაწესებული ზღვრის ფარგლებში ჯდება.

„საერთაშორისო ბაზარზე არის ორი ჩინური ვაქცინა, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. მსოფლიოში დაახლოებით 100 მილიონი დოზა „სინოფარმია“ და 60 მილიონი დოზა „სინოვაკი“ გამოყენებული. ის განცხადება, რაც გუშინ გაკეთდა ეხებოდა არა „სინოფარმს“, არამედ „სინოვაკს“, რომელიც ჩინეთში ფართოდ გამოიყენება, ძალიან ფართოდ გამოიყენება ასევე თურქეთსა და აზერბაიჯანში. „სინოვაკს“ ასევე იყენებენ ბალკანეთის გარკვეული ქვეყნები. ის დიდი რაოდენობით შეისყიდა ბრაზილიამ, ჩილემ. სწორედ ერთ-ერთ ბრაზილიურ კვლევას ეყრდნობოდნენ, როცა ეს განცხადება გაკეთდა. ჩინეთის NCDC-ის დირექტორმა განაცხადა, რომ დღევანდელი ვაქცინები გადაუდებელი მდგომარეობის, პანდემიის დროს გამოიყენება. მათი დაცვის ეფექტურობა არის სხვადასხვა. როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ნებართვას გასცემს, მას აქვს 50%-იანი ზღვარი დადებული. თუ ვაქცინას აქვს 50%-ზე მეტი ეფექტურობა, მაშინ მისი დაშვება ბაზარზე შესაძლებელია. ის იცავს ყველა მეორე ადამიანს სხვადასხვა გართულებებისა და რაც მთვარია, სიკვდილიანობისგან. ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს მსოფლიო ბაზარზე გამოიყენება, მათ კოვიდის მიერ გამოწვეულ გართულებებზე ძალიან მაღალი დაცვის ეფექტი აქვთ, განსაკუთრებით სიკვდილიანობაზე. ისინი რადიკალურად, თითქმის, 100%-მდე ამცირებენ სიკვდილიანობას და ამცირებენ ალბათობას, მოქალაქეები მოხვდნენ ჰოსპიტლებში. ეს კარგად აჩვენა იმ ქვეყნების მაგალითებმა, სადაც მოქალაქეები ორჯერადი ვაქცინით არიან აცრილები, დაეცა ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფთა ოდენობა და ასევე სიკვდილიანობა“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ყველა ვაქცინის ეფექტურობა, რომელიც მსოფლიოში გრიპთან დაკავშირებით გამოიყენება, 60-80 პროცენტის ფარგლებშია.

„სინოფარმის“ ეფექტურობა 79-86 პროცენტის ფარგლებშია. „სინოვაკმა“ კი აჩვენა 51% ბრაზილიაში ეფექტურობა, მაგრამ სხვა ქვეყნებში 70%-მდე ეფექტურობაა და ორივე ჯდება ჯანმოს მიერ დაწესებული ზღვრის ფარგლებში. რაც გუშინ იყო ნათქვამი, შეიძლება შევადაროთ გრიპთან დაკავშირებით ჩვენ მიერ წლების განმავლობაში გამოყენებულ გაქცინას. ყველა ვაქცინა, რომელიც მსოფლიოში გრიპთან დაკავშირებით გამოიყენება, მათი ეფექტურობა ანუ გრიპის არ განვითარებისგან დაცვის ეფექტი არის 60-80 პროცენტის ფარგლებში, მაგრამ თითოეული ვიკეთებთ, რადგან აცრილი ადამიანი ან არ დაინფიცირდება ან დაინფიცირდება და ადვილად გადაიტანს. სწორედ ამ ტიპის დანიშნულება აქვს კოვიდის ვაქცინებს. გუშინ გამოთქმული მოსაზრებები სწორად არ იქნა ინტერპრეტირებული. მოსახლეობა უნდა დავამშვიდოთ, რომ ამ საკითხში, რასაც ქვეყანა მომავალი თვის განმავლობაში განახორციელებს, დარწმუნებული ვარ, მას ექნება მოსახლეობისთვის საკმაოდ მაღალი დაცვითი ეფექტი“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ჩინელი მაღალჩინოსანი, რომელიც სამედიცინო საკითხებზეა პასუხისმგებელი აღიარებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის ეფექტურობა დაბალია და მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს მათი კომბინირება ეფექტის ასამაღლებლად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო