ალეკო ელისაშვილი - პენსიონერებს იმ ბანკში უნდა ჩაერიცხოთ ფული, სადაც თვითონ უნდათ

პენსიონერებს იმ ბანკში უნდა ჩაერიცხოთ ფული, სადაც თვითონ უნდათ, რა ჯობს კონკურენცია თუ მონოპოლია?, - ამ შეკითხვით მიმართა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი წოწკოლაურს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც პენსიონერებისთვის სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობენ.

ელისაშვილის განმარტებით, მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, თუ რომელ ბანკში სურთ საპენსიო სესხის აღება.

„ადამიანებს ვანდოთ თვითონ გადაწყვიტონ, შესაბამისად ეს გააჩენს კონკურენციას. ძალიან მარტივია ამ საკითხის გადაწყვეტა. არ სჭირდება ამას კვანტური ფიზიკის ცოდნა. ბანკები თვითონ გაეჯიბრებიან ერთმანეთს. როდესაც პენსიონერი გაიგებს, რომ არა 36%-ში აძლევს ბანკი სესხს, არამედ 25%-ში, თავად გააკეთებს არჩევანს. შესაბამისად, გადაბარგდება პენსიონერების დიდი ნაწილი იმ ბანკში. ეს არის საბაზრო ეკონომიკის მადლი და ეს მადლი მოსპეთ თქვენმა სამსახურმა. თქვით, რომ ამ ბანკს ექნება და მორჩა. ან საქმე გვაქვს გარიგებასთან ან თქვენს სამსახურს ფიქრი არ უნდოდა, თუ როგორ შეიძლება უკეთესად გადაიჭრას ეს საკითხი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა