„აფბა“ ელექტოენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურული პროექტების შესწავლას იწყებს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის ირგვლივ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესწავლას იწყებს.

როგორც “აფბას” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ენერგოუსაფრთხოების და ენერგოდამოუკიდებლობის კონტექსტში გადამცემი ქსელის განვითარებას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს. ამდენად, ორგანიზაციამ საჭიროდ მიიჩნია დეტალურად იქნას შესწავლილი ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურული პროექტები.

აღნიშნულის ფარგლებში, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ მიმართა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (სსე) და საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის შესაბამისად გამოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაცია:

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი (არსებობის შემთხვევაში შეჩერებული) პროექტების ნუსხა იმის მითითებით, თუ როდის დაიწყო და როდის უნდა დასრულდეს პროექტი; ასევე გამოთხოვილია ინფორმაცია თითოეული პროექტის საინვესტიციო მოცულობისა და ტექნიკური მაჩვენებლების თაობაზე და იმის შესახებ თუ რომელი დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით ხორციელდება მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა