გიორგი წოწკოლაური - 2022 წელს უმთავრდება „ლიბერთი ბანკთან" კონტრაქტს ვადა, ამ პერიოდამდე ჩვენ აუცილებლად უნდა დავდოთ სწორი სატენდერო პირობები, რომელიც გახდის გარემოს უფრო კონკურენტულს

2022 წელს უმთავრდება „ლიბერთი ბანკთან" კონტრაქტს ვადა, ამ პერიოდამდე ჩვენ აუცილებლად უნდა დავდოთ სწორი სატენდერო პირობები, რომელიც გახდის გარემოს უფრო კონკურენტულს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა ჟურნალისტებთან საფინანსო- საბიჯეტო კომიტეტის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც პენსიონერებისთვის სესხზე საპროცენტო განაკვეთის შემცირების თაიბაზე პარტია „მოქალაქეების" ინიციატივაზე იმსჯელეს.

როგორც წოწკოლაურმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო ხელშეკრულებით საპროცენტო განაკვეთის კონკრეტულ ზღვარს ვერ დაადგენს, ხოლო გამოსავალი კონკურენტული გარემოს შექმნაშია. მისი თქმით, 2022 წლისთვის ბანკებს ექნებათ საშუალება ჩაერთონ ტენდერში, ხოლო ტექნიკური მომზადებისთვის მათ ერთწლიანი ვადა ექნებათ. მისივე თქმით, მანამდე საკითხს მთავრობა განიხილავს.

„ეს არის თავისუფალი საკრედიტო ბაზარი, სადაც კლიენტსა და ბანკს შორის რეგულირდება სესხის მიღებაც და საპროცენტო განაკვეთიც. შესაბამისად, ეს ურთიერთდამოკიდებულება რომ კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ და უფრო კონკურენტუნარიანი იყოს, ჩვენ ამ კუთხით ვიმუშავებთ ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად. ის, რომ ჩვენ ხელშეკრულებაში ნებისმიერ ბანკს რაიმე ვალდებულება ჩავუდოთ, რომ საპროცენტო განაკვეთი არ ცდებოდეს რაღაც ზღვარს და ამით პროცენტის ხელოვნურად შემცირება მოვახდინოთ, გამოიწვევს იმას, რომ ბანკისთვის გვექნება კომპენსაცია გადასახდელი. დღეისათვის სახელმწიფო არ ხარჯავს თანხას პენსიის დარიგებაზე და ეს არის ჩადებული ხელშეკრულებაში. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო ვერ იქნება ლიდერი, შესაბამისად, ეს ყველაფერი მიეწოდება მთავრობას და მიწოდებულიც არის და მთავრობის სხდომაზე მოხდება განხილვა ამ კუთხით, რომ ჩვენი პენსიონერები კიდევ უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს ბანკთან ურთიერთობაში.

პირველ რიგში, 2022 წელს უმთავრდება კონტრაქტს ვადა, ამ პერიოდამდე ჩვენ აუცილებლად უნდა დავდოთ სწორი სატენდერო პირობები, რომელიც გახდის გარემოს უფრო კონკურენტულს. როცა 2019 წელს გვინდოდა ტენდერის გამოცხადება, აღმოჩნდა, რომ არც ერთი ბანკი არც ინფრასტრუქტურულად და არც საკადრო რესურსით არ იყვნენ მზად, ამიტომ ვიხელმძღვანელეთ ამ მოცემულობით, რომ გონივრული ვადა იქნებოდა 2022 წელს ჩაგვეტარებინა ტენდერი, ხოლო ვინც მოიგებს ამ ტენდერს, მას ექნება ერთი წელი დარჩენილი იმისთვის, რომ მოემზადოს როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე სხვა მიმართულებით. მანამდე ჩვენ ყველაფერს მივაწვდით მთავრობას და რასაც გამოიტანს განკარგულების სახით, ვნახავთ,"- განაცხადა წოწკოლაურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა