არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი და მთავრობა მთლიანად გადართული და ორიენტირებულია პრობლემების მოგვარებასა და იმ სამუშაოზე, რაც საზოგადოების საჭიროებებს პასუხობს

პარლამენტი და მთავრობა მთლიანად გადართული და ორიენტირებულია პრობლემების მოგვარებასა და იმ სამუშაოზე, რაც საზოგადოების საჭიროებებს პასუხობს, - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„პოლიტიკური მოლაპარაკებების გარდა, ჩვენთვის ძალზედ პრიორიტეტულია, ვუპასუხოთ ეკონომიკურ გამოწვევებს, ვუპასუხოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საჭიროებებს, რაც დღეს ქვეყანაში დგას“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

გარდა ამისა, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას მიმართა თხოვნით, ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამსახურების რჩევები და რეკომენდაციები ზედმიწევნით დაიცვან.

„პირველ რიგში, ვიდრე ვაქცინაცია დასრულდება - ეს არის დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება ნებისმიერი ახლო კონტაქტის დროს. ეს დაგვეხმარება, მინიმალური ახალი შემთხვევებით გავიაროთ პერიოდი, ვიდრე ვაქცინაცია დასრულდება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა