ანა დოლიძე - ჩვენს ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში მიდის გატყავება ყველაზე უფრო მოწყვლადი ფენის - ჩვენი პენსიონერების

400 000 პენსიონერი დღეს არის ჩაგდებული „ლიბერთი ბანკის" ხახაში, დღეს გამოჩნდა, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყებები შეკრულნი არიან ბოლომდე ბანკის ხელმძღვანელობასთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომელიც საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტში, პენსიონერებისთვის საპროცენტო განაკვეთის შემცირების თაობაზე პარტია „მოქალაქეების" ინიციატივის შესახებ მსჯელობას დაესწრო.

მისი თქმით, თუ ამას მოჰყვება აქციები და წნეხი, შესაძლებელია, პროცენტის დაწევის მიმართულებით „ყინული დაიძრას და პენსიონერებს არ მოექცნენ როგორც გასატყავებელ მასალას“.

„ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში მიდის გატყავება ყველაზე უფრო მოწყვლადი ფენის - ჩვენი პენსიონერების. მათთვის სესხი ორჯერ უფრო ძვირია ვიდრე საშუალო ასაკის ადამიანისთვის. პენსიონერი ყოველთვიური პენსიიდან დიდ თანხას ტოვებს ბანკში ისე, რომ შეიძლება საარსებო თანხაც არ დარჩეს. დღეს ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ სახელმწიფოს არ აქვს სურვილი აიღოს ამ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა, ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ამაზე პასუხისმგებელი ჯანდაცვის სამინისტროა, ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაა პროცენტზე ზრუნვა“, - განაცხადა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა