ლევან დავითაშვილი - აგროტურიზმი ახალი შესაძლებლობაა სოფლის განვითარების კუთხით, რომელიც კომპლექსურია და ახალ სტრატეგიაში პრიორიტეტადაა გამოცხადებული

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, აგროტურიზმი ახალი შესაძლებლობაა სოფლის განვითარების კუთხით, რომელიც კომპლექსურია და ქვეყნის ახალ სტრატეგიაში პრიორიტეტადაა გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ციფრული პლატფორმის პრეზენტაციას და პანელურ დისკუსიას „პანდემია - შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროტურიზმისთვის“ დაესწრო.

აგროტურისტული ონლაინ პლატფორმა agrogate.world საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ შექმნა და ერთ სივრცეში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის აგროტურისტული ობიექტები გააერთიანა.

„ასოციაციის წევრი ფერმერები აძლევთ მაგალითს ყველას, რომ ფერმერული საქმიანობა შეიძლება იყოს პრესტიჟული, ინოვაციური და წარმატებული. ფერმერთა ასოციაციის საქმიანობა მოტივაციას ზრდის ჩვენ სფეროში. მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელი სოფლის მეურნეობაში უპრეცედენტოდ წარმატებული და რეკორდული მაჩვენებლების იყო, რაც არის შედეგი ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის და დიდი დახმარების ჩვენი მხარდამჭერი დონორი ორგანიზაციების მხრიდან. რაც შეეხება აგროტურიზმს, ეს არის ახალი შესაძლებლობა სოფლის განვითარების კუთხით, რომელიც უფრო კომპლექსურია, ვიდრე სოფლის მეურნეობა და ჩვენ ახალ სტრატეგიაში პრიორიტეტად არის გამოცხადებული. ეს არის შესაძლებლობა, უშუალოდ ადგილზე გაყიდოს ფერმერმა თავის წარმოებული პროდუქცია და გრძელვადიანად უფრო მდგრადი იყოს მათი საქმიანობა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა აღნიშნა, საქართველოს ძალიან ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია ტურიზმის სექტორში, განსაკუთრებით კი, აგროტურიზმში.

ღონისძიება საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში გაიმართა, სადაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნუშის ბაღების მქონე კომპანია ოპერირებს.

კომპანიის ინვესტიციის არეალის ფართობი მოიცავს 8000 - მდე ჰექტარს, რომელსაც კომპანია ეტაპობრივად ავითარებს. 2000 ჰა-ზე გაშენებულია ნუშის ბაღი, 18 ჰა-ზე კენკროვანი კულტურები და 8 ჰა-ზე ქართული ენდემური ჯიშის ვაზი. ასევე, მოწყობილია მეფრინველეობის და მეცხოველეობის ფერმა; დასაქმებულია 400-მდე ადგილობრივი მოსახლე. კომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აგროტურიზმის განვითარებაში, პროფესიულ განათლებაში, ადგილობრივ წარმოებასა და ექსპორტში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს