სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აფხაზეთის ა/რ მთავრობის შენობასთან აქციაზე შსს-ს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან შეკრების მონაწილეების მიმართ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. ამასთანავე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მათ განცხადებით მიმართეს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, განცხადების მიღების შემდგომ, დაუყოვნებლივ განხორციელდა განმცხადებელთან კომუნიკაცია გამოკითხვის მიზნით, თუმცა მისი სურვილით საგამოძიებო მოქმედება გადაიდო შემდეგი დღისთვის.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ საქმეზე ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას,“- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულებისთვის 5 დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას მოითხოვენ.

დღეს სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. სამოქალაქო აქტივისტები შენობაში შესვლას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქციაზე 6 აქტივისტი დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა