სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან აქციას 14 აპრილს კვლავ გამართავენ

სამოქალაქო აქტივისტებსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელს შორის შეხვედრა არ შედგა.

სამოქალაქო აქტივისტებს პრესსამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ დღეს შეხვედრა არ შედგება, თუმცა შეხვედრის ჩაშლის მიზეზი არ განუმარტავს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამ ყველაფერზე შესაბამისი რეაგირება ექნებათ და 14 აპრილს 15:00 საათზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან აქციას კვლავ გამართავენ.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტებსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელს შორის შეხვედრა 16:00 საათზე უნდა გამართულიყო.

სამოქალაქო აქტივისტები ოკიპირებული აფხაზეთიდან გადმოსულებისთვის 5 - დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას მოითხოვენ.

დღეს სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. სამოქალაქო აქტივისტები შენობაში შესვლას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქციაზე 6 აქტივისტი დააკავეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა