ნათია თურნავამ და მიხეილ ხიდურელმა სამკერვალო ფაბრიკა „ანაბეჭდი“ დაათვალიერეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სააგენტო „აწარმოე საქართველოში" დირექტორთან, მიხეილ ხიდურელთან ერთად უნიფორმების მწარმოებელი სამკერვალო ფაბრიკა „ანაბეჭდი" მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე კომპანიაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა განვითარება კომპანიისათვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. შედეგად, მათ პერიოდულად პროფესიონალური გადამზადების კურსები უტარდებათ.

სააგენტოს ინფორმაციით, შპს ,,ანაბეჭდი" წელიწადში 300 000 ცალზე მეტ უნიფორმას კერავს და პროდუქციის რეალიზებას სრულად ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.

„სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, კომპანია უნიკალური საკერავი მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა, რის შედეგად წარმოების გაფართოვება და შესაბამისად დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა შეძლო.

კომპანიას უმუშავია ისეთი ბრენდების უნიფორმების შექმნაზე, როგორებიც არიან: აგროჰაბი, გუდვილი, ელიტ-ელექტრონიქსი, კარფური, დომინო, ისთ ფოინთი და სხვა.

ფაბრიკა საქართველოში ქსოვილის წარმოებას გეგმავს, რადგან ამ ეტაპზე ქვეყანაში მხოლოდ იმპორტულია წარმოდგენილი. ეს კი მეტ დასაქმებულს, ადგილობრივ ბაზარზე ხარისხის ზრდას და უკეთესი პირობების შეთავაზებას გულისხმობს.

შპს ,,ანაბეჭდი" სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ 3 წლის განმავლობაში სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3.7 მილიონ ლარზე მეტია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!