თბილისის მერია - ალასანიას ქუჩაზე სკვერი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, ალასანიას ქუჩა N36-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო. აღნიშნულ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის შედეგად, 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო LED განათების ქსელი, საჩრდილობელი, საფეხმავლო ბილიკები და საპარკე სკამები. ასევე, ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა.

დასრულებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ დაათვალიერეს.

„ამ დასახლებაში ეს ყველაზე დიდი სივრცეა, სადაც შესაძლებელი იყო სკვერის მოწყობა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის კეთილმოწყობილი, ლამაზი სივრცე შეგვექმნა. ვფიქრობ, ძალიან კარგი სკვერი გამოვიდა, სადაც მოსახლეობა დასვენებას, ბავშვები კი გართობას შეძლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოები კომპანიამ „გრინსერვისი+“ შეასრულა. პროექტი საბურთალოს ბიუჯეტიდან 136 618 ლარით დაფინანსდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო