13 აპრილს, „როტარი” კლუბის TBILISI OLD TOWN-ის საერთაშორისო აღიარების კონფერენცია გაიმართება

13 აპრილს, სასტუმრო “მერკური”- ში როტარი კლუბის TBILISI OLD TOWN-ის ოფიციალური საერთაშორისო აღიარების აღმნიშვნელი კონფერენცია გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენცია 17:30 საათზე დაიწყება.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციის მსვლელობაში ჩაერთვებიან ROTARY -ის წევრები, როგორც როტარის მსოფლიო ქსელის შესაბამისი დისტრიქტიდან, ასევე აშშ-დან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან, ნიდერლანდებიდან და სხვა ქვეყნებიდან.

„ROTARY-ის ისტორია იწყება 1905 წლიდან. მსოფლიოში პირველი კლუბი პოლ ჰარისმა ჩიკაგოში (აშშ) დაარსა, რომელიც შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით ელიტურ კლუბად ჩამოყალიბდა. როტარის განხორციელებული აქვს მსოფლიოსთვის უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი. აღსანიშნავია, რომ კლუბმა გადამწყვეტი როლი შეასრულა მსოფლიოს მასშტაბით პოლიომელიტის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაში.

TBILISI OLD TOWN-ის დამფუძნებლები არიან ვასილ თამაზაშვილი, რუსუდან მამასახლისი, ზვიად კვაჭანტირაძე, ნინო ჯოხაძე, მამუკა ჟღენტი, ზვიად თავაძე, ეკა სირაძე, მედეა როსებაშვილი, უჩა ნანუაშვილი, ხათუნა ლაგაზიძე, თემურ ბასილია, სერგო ედიშერაშვილი, სიდ უაითი, სოფია ფოფხაძე, მარიამ ფოფხაძე, დავით კვაჭანტირაძე, გიგა ტოგონიძე, გაგა მიქელაშვილი, მერაბ თოფურია, ოთო თოფურიძე, დავით ჩიხლაძე, ფიქრია გოგოლაძე. კოვიდ-19 -თან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე ღონისძიებაზე მკაცრად დაცული იქნება ყველა მოქმედი წესი და შეზღუდული იქნება მოწვეულ პირთა რაოდენობა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო