შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ზურაბ სიჭინავა უხელმძღვანელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საბაჟო დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა წარადგინა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ზურაბ სიჭინავა განათლებით სამართალმცოდნეა. მას, ასევე აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება და მინიჭებული აქვს საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. ზურაბ სიჭინავა დღემდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა. ამასთან, მას აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ზურაბ სიჭინავას პრეზენტაციის სახით, საქმიანობის ბოლო ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.

საბაჟო დეპარტამენტის ახალი უფროსის წარდგენას შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა