ანრი ოხანაშვილი „გირჩის“ მოთხოვნებზე - ეს არის უკუღმა და არასწორი შემოთავაზება

არ შეიძლება საკითხი ჯერ გადაწყვიტო და შემდეგ თქვა, რომ მერე ვიმსჯელებო, ამიტომ მგონია, რომ ეს არის უკუღმა და არასწორი შემოთავაზება,- ასე ეხმიანება იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან "გირჩის" სტრატეგიის 7 პუნქტს.

მისივე თქმით, ულტიმატუმების ენით საუბარი დაუშვებელია.

ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ კონკრეტული საკითხები, შესაძლებელია იყოს განხილული და მსჯელობას დაექვემდებაროს, თუმცა, ეს ყველაფერი უნდა წარიმართოს საკანონმდებლო ორგანოში.

"ვიღაცას რაღაც სურს, რომ განახორციელოს და ფურცელზე ჩამოწერეს ყოველგვარი ანალიზის, მსჯელობის, განხილვის გარეშე და ახლა რაღაც ფორმა აქვს, რომ თუ ამაზე დაგვეთანხმებით, შემოვალთ. ჩვენ უკაცრავად, მაგრამ ულტიმატუმების ენით, არავის მივცემთ საშუალებას. თუ ვინმეს სურს, რომ "ქართულ ოცნებას" დაუყენოს ულტიმატუმი, რომ ეს არის საკითხები და მათ თუ გაიზიარებთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შემოვალთ - თუ ასე სვამენ საკითხს, ეს არის მიუღებელი. თუ საკითხს სვამენ, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის ეს არის პრიორიტეტული საკითხები, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ორგანო იმისთვის არსებობს, რომ ვიმსჯელოთ. ოღონდ ისე კი არა, რომ რაღაცას დავეთანხმოთ, მერე შემოვიდეთ და ისე ვიმსჯელოთ, არა - ჯერ ხდება განხილვა, საზოგადოებისთვის აზრის მიწოდება და ამ აზრის გაცვლა - გამოცვლის შემდეგ ყალიბდება კონკრეტული გადაწყვეტილება. მანდატს სჭირდება ათვისება და არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან შეთავაზება, რომ ეს საკითხი გაითვალისწინეთ. ეს ვერ გახდება ვაჭრობის საგანი. კიდევ ერთხელ, მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ყველა იმ პარტიასთან, რომელიც არის დემოკრატიულ საწყისებზე და პატივს სცემს დემოკრატიულ პრინციპებს, რომელიც ქვეყანაშია. თუ მათ სურთ ამ საკითხების გააქტიურება, მათ ექნებათ სრული ბერკეტი - ვიმსჯელოთ და ამ მსჯელობის შედეგად მივიდეთ გადაწყვეტილებამდე,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა