ფინანსთა სამინისტრო - სამინისტროს თანამშრომელი მოულოდნელად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არჩილ ჩაჩანიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

მათივე ინფორმაციით, მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სახაზინო სამსახურის თანამშრომლის, ბატონი არჩილ ჩაჩანიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

არჩილ ჩაჩანიძე დღეს მოულოდნელად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგენს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა