ალეკო ელისაშვილი - დავიტანჯე იმაზე ფიქრით, პარლამენტში ვინ შემოვა და ვინ არა - 2 კინკილა კაცი ვართ, 2 დეპუტატის საქმესაც გავაკეთებთ და გაცილებით მეტსაც

დავიტანჯე იმაზე ფიქრით, ვინ შემოვა და ვინ არა - ოპოზიცია უნდა შემოვიდეს, 2 კინკილა კაცი ვართ, 2 დეპუტატის საქმესაც გავაკეთებთ და გაცილებთ მეტსაც ,- ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილი აცხადებს, იმ პარტიებს, რომლებსაც პარლამენტში შემოსვლა სურთ, გაბედულად უნდა იმოქმედონ.

„მოვუწოდებდი „გირჩს“ და სხვებსაც, ვისაც შემოსვლა უნდა, გაბედონ! თქვან, რომ შემოვლენ და საკითხებზე იმუშავებენ. ვისაც შემოსვლა უნდა, მათი მხრიდან უფრო გაბედულად მოქმედებაა საჭირო, უკვე დავიტანჯე იმაზე ფიქრით, ვინ შემოვა და ვინ - არა.

ნახევარ წელზე მეტი გავიდა, ღატაკი, საცოდავი ქვეყანაა, რომელიც საშინელი პრობლემების წინაშე დგას. პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც ქვეყნის და ხალხის პრობლემების მოგვარებაზე უნდა ლაპარაკობდე და ფიქრობდე.

ოპოზიცია უნდა შემოვიდეს, 2 კინკილა კაცი ვართ, 2 დეპუტატის საქმესაც გავაკეთებთ და გაცილებთ მეტსაც.

საარჩევნო რეფორმა დავაინიცირებინეთ, თუ არა?! უბრალოდ „ოდირის“ დასკვნას ველოდებით, ამ გაუთავებელი მოლაპარაკების დასრულებას“,- აღნიშნავს ელისაშვილი.

როგორც ალეკო ელისაშვილი დასძენს, პარლამენტში მყოფმა დეპუტატებმა ხალხზე უნდა იფიქრონ.

„ჩვენი პარტიიდან 22 რომ ვიყოთ, ბრდღვნას გავადენდით საკითხებს, ეს დროც მოვა. ყველა ნახავს რისთვის ვართ შესულები, რამდენი ვიქნებით და რამდენ საქმეს გავაკეთებთ, იმასაც ვნახავთ. ჩვენთან პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები რაღაცებით არიან გართულები“,-აცხადებს ელისაშვილი.

იხილეთ ვიდეო: დავიტანჯე იმაზე ფიქრით, პარლამენტში ვინ შემოვა და ვინ არა, 2 კინკილა კაცი ვართ, 2 დეპუტატის საქმესაც გავაკეთებთ და გაცილებით მეტსაც

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა