სერგო ჩიხლაძე - მოლაპარაკებების რა ფორმატი იქნება, ისევ დანიელსონის თუ ევროკავშირის ქვეყნების მინისტრების, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გამოჩნდება

„სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი, თუ რა ფორმატით ჩატარდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრებს შორის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი.

როგორც სერგო ჩიხლაძემ, „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, შესაძლოა, მოლაპარაკებებში ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის მინისტრი ჩაერთოს.

„დეტალები, კონკრეტულად რა ფორმატი იქნება, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე გამოჩნდება. ისევ დანიელსონის თუ მინისტრების ფორმატი, საქართველოს მეგობარი ევროკავშირის ქვეყნების 5-6 მინისტრი თუ სხვა.

ჩვენი პოზიციის ცვლილება არ მომხდარა. ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყოველდღიურ კონტაქტზე ვართ დიპლომატებთან, ყველაფერს ვაკეთებთ, ვარწმუნებთ მათ, რომ ეს პროცესი უფრო პროაქტიური გახდეს, კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ „ქართულ ოცნებასთან“ , რომ დაბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან“, - აცხადებს ჩიხლაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო