„გირჩის“ ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ სურს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდეს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მმართველ გუნდს არ სურს, რომ პარლამენტი შედგეს.
„ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ბრალს ვდებთ იმაში, რომ მას ნამდვილად არ უნდა, რომ ეს პარლამენტი შედგეს. თვითონ არჩევს მისთვის მისაღებ ოპოზიციას. შეიძლება „გირჩიც“ მისთვის მისაღები ოპოზიცია იყოს, ისევე როგორც ალეკო ელისაშვილი. ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შეშვება“,-აცხადებს მეგრელიშვილი.