სალომე სამადაშვილი - დღეს მიდის პოზიციების გაზომვა, რის შემდეგაც მედიატორი ჩამოყალიბდება, ღირს თუ არა პროცესის გაგრძელება - არ არის გამორიცხული თქვან, რომ არ ღირს, რადგან შედეგი არ იქნება

დღეს მიდის გაზომვა პოზიციების, ამის შემდეგ ჩამოყალიბდება შესაბამისად მედიატორი ღირს თუ არა პროცესის გაგრძელება. არ არის გამორიცხული თქვან, რომ არ ღირს, რადგან შედეგი არ იქნება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განცხადა.

როგორც სამადაშვილი განმარტავს, კონსულტაციები გაგრძელდება და თუ იქნება მოლაპარაკების რაუნდები, მონაწილეობას მიიღებს.

„სამი პუნქტი შეთანხმების პრინციპში მისაღები იყო ოპოზიციისთვის. ამ სამ პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც რეფორმებს შეეხებოდა ჰქონდა პრეტენზიები მმართველ გუნდს. ეს იყო სიურპრიზი მედიატორისთვის. ის რომ, ოპოზიცია პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩვენების თემის გარეშე ვერ დახურავდა საკითხს არავისთვის სიურპრიზი არ იყო, მაგრამ ის, რომ „ქართულ ოცნებას“ ექნებოდა რაიმე პრობლემა, ნამდვილად გასაოცარი იყო მედიატორისთვის. ბევრი დრო დაუთმეს ხელისუფლებასთან კონსულტაციებს მედიატორებმა.

რომ გავიხსენოთ ანდაზა „სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობია“ - „ქართულ ოცნებას“ ასე აქვს საქმე. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც არა ერთხელ მოატყუა საზოგადოება. არ შეასრულა 8 მარტის შეთანხმება. ასევე, გვახსოვს განაცხადი საკონსტიტუციო ცვლილების სრულად პროპორციულზე გადასვლაზე“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკური პატიმრების თემა მომზადებულ დოკუმენტში არ იყო ამოწურული.

„ცხადია გავაგრძელებთ კონსულტაციებს. თუ იქნება რაუნდები შეხვდრის, მივიღებთ მონაწილეობას. მე მუდმივად ვესაუბრები ბრიუსელში შესაბამის ხალხს, ევროპარლამენტის წევრებს, შესაბამის წარმომადგენლებს, ასევე ვაშინგტონშიც“,- აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: დღეს მიდის პოზიციების გაზომვა, რის შემდეგაც მედიატორი ჩამოყალიბდება, ღირს თუ არა პროცესის გაგრძელება - არ არის გამორიცხული თქვან, რომ არ ღირს, რადგან შედეგი არ იქნება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა