ვახტანგ მეგრელიშვილი - ქართულ პოლიტიკაში საბა ბუაძეობა, თაკო ჩარკვიანობა და შალვა ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს - ეს არის კლოუნადის აპოთეოზი

ქართულ პოლიტიკაში საბა ბუაძეობა, თაკო ჩარკვიანობა და შალვა ნათელაშვილობა უნდა დასრულდეს, ეს არის კლოუნადის აპოთეოზი ,- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც „ლელოს“ წევრის საბა ბუაძის კომენტარი შეაფასა, სადაც ის აღნიშნავს, რომ „გირჩის“ კომენტარებს სერიოზულიად ვერ აღიქვამს.

როგორც მეგრელიშვილი აცხადებს, რასაც „ლელო“ აკეთებს საბა ბუაძის ფორმით, ნორმალურ პოლიტიკასთან შეუთავსებელია.

„საბა ბუაძე მგონია იდიოტი. ეს როდესღაც უნდა მეთქვა, ვერ მოვისვენებდი, რომ არ მეთქვა. რასაც საბა ბუაძე და „ლელო“ აკეთებს საბა ბუაძის ფორმით, შეუთავსებელია ნორმალურ პოლიტიკასთან. ჩემი აზრით, კლოუნადაა.

ამ ადამიანის განცხადებებს არასოდეს ჰქონია სერიოზული შინაარსი. მზად ვარ, თუ საჭიროა, თუ მე ვცდები და ეს ასე არ არის, საბა ბუაძესთან დავჯდე და საათობით ვისაუბრო, თუ ეს ასე არ აღმოჩნდა ბოდიში მოვიხადო.

მგონია, რომ საბა ბუაძეობა ქართულ პოლიტიკაში უნდა დასრულდეს, ისევე როგორც თაკო ჩარკვიანობა, შალვა ნათელაშვილობა, ასეთი პოლიტიკოსობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ეს არის კლოუნადის აპოთეოზი“, - აცხადებს მეგრელიშვილი.

შეგახსენებთ, „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე არასერიოზულად მიიჩნევს პარტია „გირჩის“ მიერ ხელისუფლებისთვის წარდგენილ 7-პუნქტიან გეგმას და აცხადებს: „მეეჭვება, „გირჩის“ გეგმას ვინმე სერიოზულად აღიქვამდეს, ჯიმ ქერის ფილმებს სიცილის გარეშე ხომ ვერ შეხედავ, ასევე მათ კომენტარებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ“.

იხილეთ ვიდეო:

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის