ირაკლი ბერაია - საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე და სამსახური არის ინსტიტუციურად და ფუნქციურად გამართული, სრულფასოვნად მოქმედი სპეცსამსახური

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებები და ყოფნა რეგიონში საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და საქართველოს უსაფრთხოებას.

როგორც ბერაია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, დაზვერვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და საინტერესო ანალიზი მაღალ შეფასებას იმსახურებს.

რაც შეეხება სამსახურის უფროსის დანიშვნის საკითხს, ბერაიას განცხადებით, უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე და სამსახური არის ინსტიტუციურად და ფუნქციურად გამართული, სრულფასოვნად მოქმედი სპეცსამსახური.

„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გაიმართა საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსმენა, რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმების შედეგად გაზრდილი რუსული სამხედრო წარმომადგენლობის გავლენის შესახებ. რუსეთის ქმედებები და ყოფნა რეგიონში საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და საქართველოს უსაფრთხოებას. დაზვერვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და საინტერესო ანალიზი მაღალ შეფასებას იმსახურებს.

ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო ცალკეული ტელეკომპანიების მიერ სადაზვერვო საქმიანობის არასათანადო პრიორიტეტულობასთან დაკავშირებით გაკეთებული სუბიექტური, ვიწროპარტიულ ინტერესებზე დაფუძნებული შეფასებების კატეგორიული მიუღებლობა. აღნიშნული ტელეკომპანიები ფაქტების დამახინჯებით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, მათთვის მიცემული კომენტარების ფრაგმენტაციით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

რაც შეეხება სამსახურის უფროსის დანიშვნის საკითხს, უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე და სამსახური არის ინსტიტუციურად და ფუნქციურად გამართული, სრულფასოვნად მოქმედი სპეცსამსახური. ასევე, უზუსტობას წარმოადგენს ინფორმაცია, თითქოს საკომიტეტო მოსმენაზე სამსახური "ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებით" იყო წარმოდგენილი. საკომიტეტო სხდომას ესწრებოდა სამსახურის უფროსის მოადგილე და ანალიტიკური დირექტორატის უფროსი. სამწუხაროა, რომ მიკერძოებულ ტელეკომპანიებს ელემენტარული გარჩევის უნარი არ გააჩნიათ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის ფარგლებში აქტიურად მუშაობს სამსახურზე ზედამხედველობის მექანიზმები როგორც მოსმენების, ასევე შესაბამისი ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. ამ საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამსახურის საქმიანობა იმსახურებს მაღალ შეფასებას. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას სამსახურის პირად შემადგენლობას და მოვუწოდებ პარტიების სპიკერ ტელეკომპანიებს თავი შეიკავონ უსაფრთხოების საკითხების პოლიტიზირებისგან და პატივი სცენ უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე პროფესიონალების შრომას”, - წერს ბერაია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს