გივი მიქანაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძე ბრიუსელში მაღალი რანგის თანამდებობის პირებს შეხვდება

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გივი მიქანაძის ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-დან ბრიუსელში გაემგზავრება. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება ბრიუსელში ვიზიტისას ირაკლი კობახიძისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეხვედრა, მიქანაძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე პირველ პირებთან გამართავს შეხვედრებს.

„მე არ ვიცი, ვისთან არის დაგეგმილი. ეს საკითხები პროტოკოლურად არის მოგვარებული. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, პირველ პირებთან არის. შარლ მიშელის გარდა, იქ სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან იქნება შეხვედრები, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი პოზიციები წარმოვაჩინოთ იმ დოკუმენტთან მიმართებაში, რომლის თაობაზეც დარწმუნებული ვარ , დანიელსონმა ამომწურავი ინფორმაცია ჩაიტანა“,- აცხადებს მიქანაძე.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. „ქართული ოცნების” პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე შეხვედრებს გამართავს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და ამერიკული Think Tank-ების ხელმძღვანებელთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა