საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, სოფელ უდაბნოში პანელური დისკუსია- „პანდემია შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროსექტორისთვის” გაიმართა

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, სოფელ უდაბნოში პანელური დისკუსია- „პანდემია შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროსექტორისთვის” გაიმართა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრას ამერიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან გიდორი, ჰოლანდიის სრულუფლებიანი ელჩი მააიკე ვან კოლდამი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის, აგროტურისტული ობიექტებისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აგროტურისტული ონლაინ პლატფორმის agrogate.world პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ შექმნა და ერთ სივრცეში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის აგროტურისტული ობიექტები გააერთიანა.

„ონლაინ პლატფორმის agrogate.world საშუალებით ტურისტს შესაძლებლობა ექნება დაჯავშნოს აგროტურისტულ ობიექტში როგორც განთავსების, ასევე მასტერკლასებში მონაწილეობის სერვისი. ვებ გვერდზე ფოტო მასალასთან ერთად განთავსდება ორ ენაზე შექმნილი ვიდოები, რაც მომხმარებელს გაუმარტივებს ამა თუ იმ ობიექტის შესახებ ინფორმაციის მოძიებას.

აგროტურიზმი, როგორც დასვენებისა და განვითარების ფორმა, მსოფლიოში აღიარებული მიმართულებაა, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება. გადაღლილი ადამიანი თავს სულ უფრო ხშირად აფარებს ბუნებას, სოფელს, ეფლობა პასტორალურ ცხოვრებაში - მონაწილეობს სოფლის მეურნეობაში, უვლის შინაურ ცხოველებს, მუშაობს მიწაზე, ინტერესდებიან სოფლად შემორჩენილი უძველესი წეს-ჩვეულებებითა და რიტუალებით. განტვირთვა-დასვენების საუკეთესო ფორმასთან ერთად, აგროტურიზმი თავის თავში სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის განვითარებას, ეკოლოგიის დაცვასა და ბიზნესში გარკვეულ კონკურენციასაც გულისხმობს, რაც ამ სფეროს სწრაფი განვითარების პერსპექტივას ერთიორად ზრდის. როგორც მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, აგროტურიზმიდან შემოსული სარგებელი სოფლის მეურნეობაში საკმაოდ დიდია. იმისთვის, რომ განვითარდეს აგროტურიზმი საქართველოში აუცილებელია მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და გამართული ფერმერული მეურნეობა.

შეხვედრის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო gfadigital.ge და მასში შემავალი ხუთი (Agronavti; agroskills.ge; Agromap.ge; Smart Villige ; Agrojobs.ge) პლატფორმა, რომლებიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ შეიქმნა და სოფლის მეურნეობის, პროფესიული სწავლების, ტურიზმისა და დასაქმების სფერო გააციფროვნა”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა