საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 37 524 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 524 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 078 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 446 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 374 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 290 129-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.66 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.58 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 422 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 278 251-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 894 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა - 116, იმერეთი - 97, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 80, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 958, საიდანაც: 2 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 206, აჭარაში - 379, იმერეთში - 352. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 400 პირი, მათ შორის, თბილისში - 193, აჭარაში - 47, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში - 56, აჭარაში - 6, იმერეთში - 7. 323 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 190 - თბილისში, 126 - აჭარაში. 5 190 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 205 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 84, ხოლო აჭარაში - 8.

სულ 6 ოქტომბრიდან - 12 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 179 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 834 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 813 პირი, აჭარაში - 1 983, იმერეთში - 958.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
„გაგუას კლინიკაში“ covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა