"ლელოს“ წევრები უკრაინის საელჩოსთან მხარდამჭერ აქციას მართავენ

"ლელოს“ ლიდერები და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები უკრაინის საელჩოსთან მხარდამჭერ აქციას მართავენ. აქციაზე შეკრებილები უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ.

როგორც „ლელოს“ წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა, უკრაინას და საქართველოს ერთანაირი საფრთხეები აქვს და ამისთვის საჭიროა, რომ საერთაშორისო პარტნიორებისგან მხარდაჭერა მივიღოთ.

"ჩვენი სოლიდარობა ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს უკრაინას. საქართველოს და უკრაიანას ერთი და იგივე საფრთხეები აქვს, რაც არის ოკუპაცია, ანექსია. ჩვენ მოვითხოვთ საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომ გვერდით დაგვიდგნენ, რადგან საქართველოს და უკრაინას სჭირდება უსაფრთხო გარემო. ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შავი ზღვის საკითხი. უკრაინას და საქართველოს გარდა იმისა, რომ საფრთხეები ერთი გვაქვს, ერთი გზა გვაქვს და ეს არის გზა ევროპულ ოჯახში და სწრაფვა ნატოსკენ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში ყველგან თანაბრად დაისვას ჩვენი ქვეყნის საკითხები და აუცილებელია, ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან და ნატოსგან მივიღოთ მხარდაჭერა" , - განაცხადა გალდავამ.

უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა "ლელოს“ ლიდერებს და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა ყოველთვის ერთად არიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს