ლევან სამუშია - ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი - როგორც ივანიშვილი გადაწყვეტს, ისეთი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება

ქვეყანაში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი - როგორც ივანიშვილი გადაწყვეტს, ისეთი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, ლევან სამუშიამ ნიკა მელიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში დღეს პროკურატურას პასუხის გაცემა და გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

„სამართლებრივი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია, ვინაიდან ქვეყანაში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი. შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთი რაც ვიცი, როგორც ივანიშვილი გადაწყვეტს, ისეთი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ პროკურატურა სამართლებრივ აბსურდს საუბრობს თითქოს, რომ მელიას თავად სურს პატიმრობაში ყოფნა და გირაო აქვს შეფარდებული და შეუძლია გადაიხადოს და გამოვიდეს, რაც არის სრული აბსურდი, მაგრამ პროკურატურა თვითონ შევიდა ჩიხში. დღეს დაცვის მხარემ თუ დააყენა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებასთან დაკავშირებით, პროკურატურას მოუწევს პასუხის გაცემა ან დაეთანხმება დაცვის მხარის შუამდგომლობას, ან პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს, ან გირაოთი გათავისუფლებას. პროკურატურას დღეს ყველა შემთხვევაში მოუწევს პასუხის გაცემა", - განაცხადა სამუშიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა